05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული სამხედრო აღლუმი გადადო

დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული სამხედრო აღლუმი გადაიდო. პენტაგონის გადაწყვეტილებით, ღონისძიება 2019 წლამდე არ ჩატარდება, მიზეზად კი ფინანსური ხარჯები დაასახელა.

თავდაცვის უწყების გათვლით სამხედრო აღლუმის ჩატარება საშუალოდ 92 მილიონი დოლარი ჯდება.

სამხედრო აღლუმის ჩატარების სურვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც საფრანგეთში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღფრთოვანებულიც დარჩა.

ღონისძიება 11 ნოემბერს ვეტერანთა დღეს იგეგმებოდა. თუმცა სოლიდური ხარჯების გამო ინიციატივას არც „რესპუბლიკელმა“ და არც „დემოკრატმა“ სენატორებმა დაუჭირეს მხარი და ინიციატივა ფულის ფლანგვად შეაფასეს.

ბოლოს სამხედრო აღლუმი შეერთებულ შტატებში 1991 წელს გაიმართა, მაშინ შეიარაღებულმა ძალებმა ქუვეითიდან სადამ ჰუსეინის ძალების გაყვანის წარმატებული კამპანია აღნიშნეს.

დღის ამბები