03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ხმაურიანი აქცია და დაპირისპირება დიდუბის გამგეობასთან - მოქალაქეები გამგებლის გადადგომას ითხოვენ

ამ წუთებში ხმაურია დიდუბის გამგეობასთან, სადაც დილიდან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და გამგებლის, ირმა ზავარდაშვილის, გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ზავარდაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ახალი გამგებლის დანიშვნის შემდეგ რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა. 

აქციის მონაწილეეები აცხადებენ, რომ გამგეობაში ჩატარებული ტესტირების დროს ჩაჭრილი პირები მუშაობენ, მათ შორის ერთ-ერთი ალეკო ავთანდილაშვილია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მან ტესტირება ვერ გაიარა, მაგრამ გამგეობაში კვლავ მუშაობს. 

ალეკო ავთანდილაშვილი საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის, თარეზ შურღაიას, ბიძაა.

აქციის მონაწილეების ბრალდებებს ალეკო ავთანდილაშვილი გამოეხმაურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და ავთანდილაშვილს შორის მცირე ინციდნეტი მოხდა.

ვითარება დიდუბის გამგეობასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს. 

შეხლა-შემოხლის შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, ალეკო ავთანდილაშვილი, შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი გამგეობის ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები