03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
პრეზიდენტმა უვადო პატიმრობამისჯილი 3 ქალი და 188 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი შეწყალების ორ აქტს მოაწერა.

ამის შესახებ შეწყალების კომისის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველი აქტის მიხედვით, შეწყალებულია სამი უვადო პატიმრობამისჯილი ქალი, რომელთა გათავისუფლების ვადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლის ვადას არ აღემატება. 

მეორე შეწყალების აქტით კი, საქართველოს პრეზიდენტმა 188 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 7 არასრულწლოვანია.

შეწყალებულთაგან 130 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები