03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ჩხუბი პარლამენტში - ერთმანეთს ბესელია და გოგორიშვილი დაუპირისპირდნენ

ხათუნა გოგორიშვილმა და ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტში იჩხუბეს. ისინი ერთმანეთს ხმამაღალი ტონით "თავხედსა" და "მატყუარას" უწოდებდნენ. 

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. 

ეკა ბესელიას ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი ტყუილს უწოდებს.

მისი თქმით, ბესელია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა პარლამენტის  ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.

მათ შორის ჩხუბი სწორედ ამ განცხადებების შემდეგ დაიწყო. ისინი ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

დღის ამბები