03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
მოხუცმა მთავრობის კანცელარიასთან თავის დაწვა სცადა [ფოტო]

"დაისაჯონ "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელები," - ამ ლოზუნგით აქცია მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ კი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ  თავის დაწვა სცადა. 

მოხუცმა ქალმა ბენზინის გადასხმა სცადა. თუმცა მას ხელი სამართალდამცველებმა შეუშალეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არიან მობილიზებული. 

აქციის მონაწილეები მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელებმა ზარალი არ აუნაზღაურეს. აქციის მონაწილეები კომპანიებისგან ფართობს ან ზარალის თანხობრივ ანაზღაურებას ითხოვენ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები