არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად 6 თვის თავზე ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - ემპათიას მიერ მომზადებული დასკვნა იქნება.
მასში დასაბუთებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა წამების შედეგად დაიღუპა. სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.
ტატუნაშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ მკვლელები საბოლოოდ დაისჯებიან.
სტრასბურში დოკუმენტების გადაგზავნამდე ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი და ემპათიას წარმომადგენლები მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.