05 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა, აღიარებითი ჩვენება მისცა

დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური დანაშაული მან ტრამპის დავალებით ჩაიდინა.

მაიკლ კოენმა აღიარებითი ჩვენება ნიუ-იორკის სასამართლოს მისცა.

ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატს გამოძიება გადასახადების დამალვას და ფინანსური დისციპლინის დარღვევას ედავება.

პროკურორის განცხადებით, კოენმა აღიარა, რომ გადასახადებს თავი აარიდა, უკანონო გზით მიიღო 500 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტი და საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ჩვენების ის ნაწილი გამოდგა, სადაც მან დონალდ ტრამპზე ილაპარაკა.

კოენი ამბობს, რომ ტრამპის დავალებით მან 2 ქალს, რომლებსაც ინტიმური კავშირი ჰქონდათ დონალდ ტრამპთან, კლიენტის დავალებით დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

დღის ამბები