ჯორჯიან გაზპროჯექტის ყოფილი თანამშრომელი, ნინო ადეიშვილი, კომპანიის ხელმძღვანელობას უსაფუძვლო გათავისუფლებაში ადანაშაულებს და ღია დებატებში იწვევს.
ნინო ადეიშვილი აცხადებს, რომ კომპანია სამშენებლო სამუშაოებისათვის უხარისხო სამშენებლო მასალებს იყენებდა, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა და სწორედ ეს გახდა მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი.
ადეიშვილი კომპანიას სასამართლოში ედავება. კომპანია ყოფილი თანამშრომლის გაშვების მიზეზად არაკომპეტენტურობას ასახელებს.
„ჯორჯიან გაზპროჯექტი დაჯარიმდა სოლიდური თანხით, ისინი ამბობენ, რომ ეს დაჯარიმებები ჩემი განყოფილების ბრალეულობა. მე დოკუმენტალურად ფაქტებს დავუდებ, რომ არც ერთი ვადაგადასული მონტაჟი არ არის ჩემი ბრალეულობა,“ - აცხადებს ადეიშვილი.