05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ავღანეთის დელეგაცია ავღანეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ მოსკოვში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

ავღანეთის დელეგაცია ავღანეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ მოსკოვში, 4 სექტემბერს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება ოფიციალურმა ქაბულმა უკვე გააკეთა. ქვეყნის საგარეო უწყების განმარტებით, სამშვიდობო პროცესს თავად ისლამურმა სახელმწიფომ უნდა უხელმძღვანელოს.

ავღანეთის ხელისუფლება ასევე მიუღებლად მიიჩნევს მოლაპარაკებებში, მთელ რიგ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული დაჯგუფება "თალიბანის" მონაწილეობასაც. მანამდე სამიტში მონაწილეობაზე უარი შეერთებულმა შტატებმაც განაცხადა.

დღის ამბები