05 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ევროპას სჭირდება - პუტინი

გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ევროპას სჭირდება - განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ფინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, გაზსადენი ევროპის ენერგომომარაგების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და ევროპის ეკონომიკის ენერგორესურსებზე მზარდ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პუტინის თქმით, რუსეთი ევროპაში გაზის ოპტიმალური მიმწოდებელია.

ევროპის ქვეყნები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაყვანის შემთხვევაში რუსეთი ევროპაში დამატებით პოლიტიკურ ბერკეტს მიიღებს.

დღის ამბები