05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
დონალდ ტრამპი პოლ მანაფორტის შეწყალებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი პოლ მანაფორტის შეწყალებას არ გამორიცხავს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი განცხადებას ამის შესახებ "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აკეთებს, რომლის სრული ვერსია ეთერში დღეს უნდა გავიდეს.

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ნაფიცმა მსაჯულებმა ფინანსური დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნეს, რის გამოც მას მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპი მაიკლ კოენის აღიარებით ჩვენებასაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი ყოფილი ადვოკატის მიერ ორი ქალისთვის გადახდილი თანხით საარჩევნო კამპანიის წარმოების წესები არ დარღვეულა, რადგან თანხა თავად კამპანიას არ უკავშირდებოდა.

დღის ამბები