03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
რკინიგზაში საკადრო და სახელფასო შემცირებები არ იგეგმება, - რკინიგზის ფინანსური დირექტორი

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფთან” ერთად შემუშავებულ პროექტსა და რეორგანიზაციაზე ჟურნალისტებს შეხვედრისას ესაუბრა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტი გააუმჯობესებს რკინიგზის მუშაობას და უსაფრთხოებას.

საქართველოს რკინიგზის ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის თქმით, პროექტი კომპანიას განვითარების მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს.

„პირველ რიგში, ეს არის მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერება, მეორე არის მომსახურების ხარისხის გაზრდა, როგორც სატვირთო გადაზიდვებში, ასევე მგზავრთა გადაყვანაში და მესამე - განვითარებაზე ორიენტაცია,” - განაცხადა ირაკლი ტიტვინიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „სინერჯი ჯგუფის” წარმომადგენელი პაპუნა ტოლიაშვილი განმარტავს, რომ არსებული სტრუქტურის დეტალური დიაგნოსტიკა ჩატარდა.

ამასთან, როგორც ირაკლი ტიტვინიძემ განაცხადა, რკინიგზაში მოხდება კადრების გადაჯგუფება, მაგრამ ეს არ შეეხება ქვედა რგოლებს, ასევე არ იგეგმება საკადრო და სახელფასო შემცირებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები