03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
რამდენიმედღიანი სტაბილურობის შემდეგ ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო

ლარი ისევ გაუფასურდა. რამდენიმედღიანი სტაბილური მაჩვენებლის შემდეგ დღეს ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით, გუშინდელთან შედარებით, 3 თეთრით არის გაუფასურებული.  

"ეროვნულმა ბანკმა" ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2.1740 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს კი გუშინ ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი 2.1415 ლარს შეადგენდა.

ამასთან, "ეროვნულ ბანკის" მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან 1 ევროს შეძენა 2.3844 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3657 ლარს შეადგენდა.

 

დღის ამბები