05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ამ დღეს უკრაინის სახელმწიფო მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავს, რომელიც ამ წუთებში კიევის ცენტრში მიმდინარეობს.

აღლუმს პეტრო პოროშენკო იბარებს. ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად, ღონისძიებას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ამერიკელი და ევროპელი სტუმრები ესწრებიან.

აღლუმის შემდეგ კიევის ცენტრში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიხსნება, დაგეგმილია სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

დღის ბოლოს კი კიევში გრანდიოზული შოუკონცერტი გაიმართება, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება

დღის ამბები