05 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ავსტრალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

დღეიდან სკოტ მორისონი ავსტრალიის მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს. იგი აქამდე ხაზინას ხელმძღვანელობდა.

სკოტ მორისონი პრემიერის თანამდებობაზე პარტია ლიბერალების საპარლამენტო ფრაქციაში გამართულ კენჭისყრაზე აირჩიეს. მას 45 დეპუტატი მიემხრო.

მორისონის მთავარი კონკურენტი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იყო. პარლამენტმა სწორედ პიტერ დატონთან არსებული უთანხმოებების გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან ქვეყნის ყოფილი პრემიერი, მალკოლმ ტურნ-ბული.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ტურნ-ბულმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

დღის ამბები