05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
"ტესლას" ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი გაჩნდა ტესლას ქარხანაში. ცეცხლი კალიფორნიაში მდებარე ელექტრო-მობილების საწარმოში საცავში გაჩნდა, სადაც გადამუშავებისთვის გამზადებული მუყაო ინახებოდა.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხა. შესაბამისად, არავინ დაშავებულა, კომპანიას კი მინიმალური ზარალი მიადგა.

აალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ტესლას ქარხანაში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

დღის ამბები