15 ივლისი 2020,   02:57
ვრცლად
"მან შესაძლებლობა დაუტოვა "ქართულ ოცნებას" დაამტკიცონ მათთვის სასურველი კანდიდატი" - ირაკლი აბესაძე პრეზიდენტზე საუბრობს

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ახალი კონსტიტუციით უზენაესის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. სწორედ იმ ორგანომ, რომლესაც თავად მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ასახელებდნენ სასამართლოს პრობლემების სათავედ და კლანური მმართველობის ადგილად.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. 

„გაუგებარია, პრეზიდენტის გადაწყევტილება რატომ არ შეასრულა მან საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და რატომ არ დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი,რომელიც შეძლებდა სასამართლოს გათავისუფლებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენიდან.  ამით მან შესაძლებლობა დაუტოვა "ქართულ ოცნებას" დაამტკიცონ მათთვის სასურველი კანდიდატი, რომელიც კვლავ გააგრძელებს სასამართლოს მართვას იმ პრინციპებით, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მიზანს“-აცხადებს აბესაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები