03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ერთა ლიგაში" საქართველოს პირველი წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი უკვე საქართველოშია

"ერთა ლიგაში" საქართველოს პირველი წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი უკვე საქართველოშია.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დოკუმენტები გაეროს ბიბლიოთეკიდან ჩამოიტანეს.

„ჩვენ შევძელით, რომ ეს არქივი დაგვებრუნებინა საქართველოში,” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქართველი დიპლომატის საარქივო მასალები სპეციალური წესით დამუშავდება და წლის ბოლომდე ერთ გამოცემად დაიბეჭდება.

დოკუმენტებში დიპლომატის თოთხმეტწლიანი მისიაა თავმოყრილი. პროექტის პრეზენტაციას, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღის ამბები