05 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ორ დღეში რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები ამოქმედდება

ორ დღეში რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ახალი სანქციები ამოქმედდება.

შეზღუდვების ახალი პაკეტის თანახმად, აიკრძალება რუსეთისთვის ამერიკული კრედიტის გაცემა, იარაღის ექსპორტი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება.

სანქციები ვაშინგტონმა ოფიციალურ მოსკოვს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწყობილი თავდასხმის გამო დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთმა ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა.

შეერთებული შტატების ახალ ზომებს უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, სადაც მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონმა მოსკოვზე გავლენის მოხდენის პოლიტიკაში წითელი ხაზი გადაკვეთა.

დეპუტატების ნაწილი სირიაში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსების ინიციტივითაც გამოვიდა.

დღის ამბები