ახალსოფელში მიტაცებული საძოვრის უკან დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საუბარია 21 ჰა მიწის ფართობზე, რომელიც, მოსახლეობის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილობრივთან ერთად, სოფლის საკრებულოს დეპუტატმა მიითვისა.
ადგილობრივების განცხადებით, გია სირაძე მიწას ღამღამობით ფარულად ამუშავებს და იქ ვენახის გაშენებას გეგმავს.
სოფელში ამბობენ, რომ მათი შემოსავალი მეცხოველეობას უკავშირდება და საძოვრის დაკარგვის შემთხვევაში, საქონლის გაყიდვა მოუწევთ.
ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, თუმცა, აქციაზე დღეს მათი დეპუტატი არ გამოჩენილა.
ახალსოფლის მოსახლეობას ყვარლის მერმა უპასუხა.
„ამ მოხნულ ადგილს, ბუნებრივია, ამ წელიწადში, ვერც მე და ვერც ვერავინ, ჯადოსნური ჯოხით ვეღარ აქცევს საძოვრად, თუ სხვა გამოყენების საჭიროებად. შესაბამისად, ამ ნაწილში უძლურია ყველა. მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებულები არიან,“ - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.