დაპირისპირება გურიაში - მოსახლეობა ერთმანეთს სასმელი წყლის გამო დაუპირისპირდა.
სისტემა, რომელიც სოფელ მაკვანეთის მოსახლეობას წყლით ამარაგებდა, მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც სოფლის ერთი ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა, სოფლის მეორე ნაწილში მცხოვრებლებმა სისტემა მთლიანად გადაკეტეს, რამაც მეზობლების გაღიზიანება გამოიწვია.
ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ადგილობრივები შესაძლო სისხლიანი დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობენ.
დახმარებისთვის სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს და სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო 5 ათასი ლარის გამოყოფას მოითხოვს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ თანხა ბიუჯეტში არ არის.