03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დიდუბის გამგეობასთან

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დიდუბის გამგეობასთან დილიდან მიმდინარეობდა. გამგეობის თანამშრომლების გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან ნეპოტიზმის ფაქტების დასახელებამ გამოიწვია.

გამგეობის წინ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივები გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის, გადადგომას და რაიონში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების გაგრძელებას ითხოვდნენ.

დიდუბის გამგებელმა აქციაზე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა, სადაც მიმდინარე წელს დაგეგმილი და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მოგვიანებით გამგეობასთან ირმა ზავრადაშვილის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის წევრები გამგებლის წინააღმდეგ გამართული აქციების აკრძალვას ითხოვდნენ.

რაიონის გამგებლის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან იანვრის ჩათვლით, დიდუბეში ახალი სკვერების და 34 ქუჩაზე გზების რეაბილიტაცია მოხდა.

გამგებლის მტკიცებით, დიდუბის რაიონში დარჩენილი გზებისა და სკვერების რეაბილიტაცია მარტის ბოლოს დაიწყება. 

დღის ამბები