05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ამერიკელები სენატორ ჯონ მაკკეინს გლოვობენ - არიზონის შტატში შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს

ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში გლოვის დღეებია.

ამერიკელი სენატორის დაკრძალვის ცერემონიის დეტალებს ჯერ კიდევ ათანხმებენ, თუმცა ცნობილია, რომ სამოქალაქო პანაშვიდი არიზონის შტატის კაპიტოლიუმში ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება, შემდეგ კი ცხედარს ვაშინგტონში გადაასვენებენ.

დაკრძალვამდე ის კაპიტოლიუმის შენობაში იქნება დასვენებული. პროცესია იგეგმება ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალთან, ცერემონია ასევე გაიმართება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარშიც. სენატორს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობილია, რომ ჯონ მაკკეინის ოჯახი დაკრძალვის ცერემონიაზე არ აპირებს დონალდ ტრამპის დაპატიჟებას. მას მხოლოდ ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, დაესწრება. იგეგმება ყოფილი პრეზიდენტების ჯორჯ ბუშის და ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლები.

დღის ამბები