05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ტრამპმა თეთრ სახლს, მაკკეინის გარდაცვალების გამო, ოფიციალური სამძიმრის წერილის გამოქვეყნება აუკრძალა

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება მოამზადა, თუმცა, მისი გამოქვეყნება დონალდ ტრამპმა არ ისურვა.

გაზეთ ვაშინგტონ პოსტის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ განცხადებას მხოლოდ ტვიტერის სოციალურ ქსელში გააკეთებდა.

ტვიტერში გამოეხმაურა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას მელანია ტრამპიც, თუმცა, მეუღლისგან განსხვავებით, პირველმა ლედიმ სენატორს ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

სოციალური ქსელში სამძიმარი გამოუცხადეს მაკკეინის ოჯახს ყოფილმა პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა, ბარაკ ობამამ, ჯიმი კარტერმა და ბილ კლინტონმა მეუღლესთან ერთად.

სენატორის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის ჯასტინ ტრუდომ, ტერეზა მეიმ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ანგელა მერკელმა, რომელმაც ინსტაგრამის სოციალურ ქსელში ჯონ მაკკეინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღის ამბები