05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები დღეიდან ამოქმედდა

ახალი ანტირუსული სანქციები, რომელიც აშშ-მ ოფიციალურ მოსკოვს, სოლსბერიში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო, დაუწესა, დღეიდან ძალაში შევიდა.  

ახალი პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთზე ამერიკული კრედიტის გაცემა, იარაღის ექსპორტი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება.

ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ ნოემბერში რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ.

ამჯერად შეზღუდვები საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე გავრცელდება.

დღის ამბები