05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
არიზონას შტატის გუბერნატორმა შესაძლოა, მაკკეინის ადგილზე სენატრში მისი მეუღლე დანიშნოს

არიზონას შტატის გუბერნატორმა დაგ დიუსიმ შესაძლოა, გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკკეინის, ადგილზე სენატრში მისი მეუღლე - სინდი მაკკეინი, დანიშნოს. 

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The New York Times  რესპუბლიკურ პარტიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სხვა შესაძლო კანდიდატურებს შორის ასევე სახელდებიან ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ კილი, ყოფილი კონგრესმენები, ჯონ შადეგი და მეტ სალმონი. 

არიზონას გუბერნატორის მიერ მაკკეინის ადგილზე დანიშნული პირი ამ ადგილს 2020 წლის ნოემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება.

დღის ამბები