05 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ამერიკა ეროვნულ გმირს გლოვობს - ჯონ მაკკეინი მეცამეტე სენატორი იქნება, რომელსაც პატივს კაპიტოლიუმის გუმბათიან დარბაზში მიაგებენ

ამერიკა ეროვნულ გმირს გლოვობს. ჯონ მაკკეინის ანდერძის მიხედვით, დაკრძალვის ცერემონიას ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა გაუძღვებიან. სენატორის სურვილით, ოჯახს დაკრძალვაზე მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ მიუწვევია.

ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის დაკრძალვის ცერემონიის საბოლოო დეტალებს ჯერ ათანხმებენ. ცნობილია, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს არიზონის შტატის კაპიტოლიუმში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, შემდეგ კი ცხედარს ვაშინგტონში გადაასვენებენ.

ჯონ მაკკეინი მეცამეტე სენატორი იქნება, რომელსაც პატივს კაპიტოლიუმის გუმბათიან დარბაზში მიაგებენ.

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება მოამზადა, სადაც სენატორი გმირად იყო მოხსენიებული, თუმცა, საბოლოოდ დონალდ ტრამპმა ოჯახს და ამერიკელ ხალხს მხოლოდ ტვიტერის ქსელში მიუსამძიმრა.

ამავე ქსელში გამოეხმაურა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას მელანია ტრამპი, თუმცა, მეუღლისგან განსხვავებით, პირველმა ლედიმ სენატორს ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

სოციალური ქსელში სამძიმარი გამოუცხადეს მაკკეინის ოჯახს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის ჯასტინ ტრუდომ, ტერეზა მეიმ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ანგელა მერკელმა, რომელმაც ინსტაგრამის სოციალურ ქსელში ჯონ მაკკეინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები