05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
პოლიციამ მოლდოვის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაშალა

პოლიციამ მოლდოვის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაშალა. დემონსტრანტებმა კიშინიოვის ცენტრში მთელი ღამე გაატარეს.

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა და მათმა მომხრეებმა ერთობლივი რეზოლუციაც შეიმუშავეს.

ისინი მოლდოვის პრემიერის გადადგომას, კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგების აღიარებას, კორუმპირებული მაღალჩინოსნების დასჯასა და "საგადასახადო ამნისტიის შესახებ" კანონის გაუქმებას მოითხოვდნენ.

აქციას 6 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათი ნაწილი კი კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.

მათ წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გამთენიას უკვე ძალა გამოიყენეს და მოედანი ალყაში მოაქციეს.

ამ ადგილზე დღეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა გაიმართოს.

დღის ამბები