05 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ამერიკელი კარდინალის მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის დაფარვა - პაპი ფრანცისკე ბრალდებებს პასუხობს

რომის პაპი ვატიკანის ყოფილი დიპლომატის ბრალდებებს პასუხობს.

არქიეპისკოპოსმა კარლო მარია ვიგანომ 11-გვერდიანი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის მეთაური ამერიკელი კარდინალის მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის დაფარვაში დაადანაშაულა.

მან პაპ ფრანცისკეს გადადგომისკენაც მოუწოდა.

ვატიკანის ყოფილი დიპლომატის ბრალდების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა რომის პაპს, ირლანდიაში ისტორიული ვიზიტის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე დაუსვეს.

პაპმა ფრანცისკემ მედიის წარმომადგენლებს წერილის ყურადღების წაკითხვა და განსჯა ურჩია, თავად კი აღნიშნა, რომ არც ერთი სიტყვის თქმას არ აპირებს. 

დღის ამბები