03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრიბილი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისგან სამშენებლო კომპანიების საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ. 

ამ მოთხოვნას დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მთავრობას აქვს ბინათმშენებლობების პრობლემის მოგვარების პროგრამა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში წარადგენს და ეს პროგრამა სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

„სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს საგადასახო შეღავათი. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს შეჩერებული მშენებლობების დასრულებას, რაც დაზარალებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამოიწვევს,“ - განაცხადა საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა.

დღესვე აქციაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავის დაწვა სცადა.

ქალბატონმა თვითმკვლელობის მიზნით ბენზინი გადაისხა. თუმცა, მას ცეცხლის მოკიდების შესაძლებლობა არ მისცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები