05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
თურქული ლირა დოლართან მიმართებაში კიდევ 5 %-ით გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში კიდევ 5 %-ით გაუფასურდა და 2018 წლის განმავლობაში, გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს 40 % მიაღწია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამ პროცესს უკვე უწოდა „ეკონომიკური ომი“ თურქეთის წინააღმდეგ. სახელმწიფომ უკვე მიმართა ბრიტანეთს და ლირის ვარდნის შეჩერების პროცესში დახმარება სთხოვა.

ამ თემაზე სატელეფონო საუბარი შედგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეისა და ერდოღანს შორის. იგეგმება ბრიტანელი და თურქი ფინანსისტების შეხვედრაც.

ამჟამად კი, ინვესტორების ყურადღება თურქეთის ფინანსთა მინისტრისა  და მისი ფრანგი კოლეგის პარიზში დაგეგმილი შეხვედრისკენ არის მიმართული, რომელიც დღეს გაიმართება.

დღის ამბები