17 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი წერილი - ეროვნული გმირი ვრცელი გზავნილით ამერიკელ ხალხს დაემშვიდობა

„მე ვიცხოვრე და მოკვდი როგორც ამაყი ამერიკელი“ - სენატორ ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი წერილი დღეს CNN-მა გამოაქვეყნა. გარდაცვალების წინ ამერიკის ეროვნულმა გმირმა ვრცელი გზავნილი დაწერა და ამერიკელ ხალხს დაემშვიდობა.

მაკკეინის ბოლო წერილის ერთ-ერთი ადრესატი პრეზიდენტი ტრამპია, თუმცა, მის გვარს სენატორი არ ახსენებს. გარდაცვალების წინ მაკკეინმა მხოლოდ ის დაიბარა, რომ ტრამპი მის პანაშვიდზე არ მისულიყო.

დონალდ ტრამპმა გლოვის ნიშნად დაშვებული დროშები თეთრი სახლის ადმინისტრაციას ისევ აღამართვინა, რასაც ვაშინგტონში პროტესტი მოჰყვა. თანაპარტიელების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა. ქვეყნის ეროვნული გმირის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტმა რამდენიმე საათით აღმართული დროშა რეზიდენციის თავზე ისევ დააშვებინა. ჯონ მაკკეინის დაკრძალვამდე თეთრ სახლზე სახელმწიფო დროშა დაშვებული იქნება. 

ემოციური წერილის მთავარი ადრესატი ამერიკელი ხალხია, მთავარი გზავნილი მათთვის ქვეყნისადმი სიყვარული და ერთგულება.

გარდაცვლილი სენატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები ხვალიდან იწყება. 

ჯონ მაკკეინს ანდერძის თანახმად, ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, უახლოესი მეგობრის ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით, დაკრძალავენ.

დღის ამბები