05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
რუსეთი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას გამართავს

რუსეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება - ცივი ომის შემდეგ ვოსტოკ 2018  ყველაზე მასშტაბური სწავლება იქნება.

სამხედრო მანიპულაციებში მონაწილეობას 300 ათასამდე სამხედრო მიიღებს და 11-დან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

 სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების ჯარები, ასევე ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი. 

სწავლებებში ასევე იქნება ჩართული 36 ათასი ჯავშანმანქანა, ათასამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

რუსეთში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უკვე გამოეხმაურა ნატოს ოფისი. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ამბობენ, რომ ნატო სწავლებას მონიტორინგს გაუწევს. 

დღის ამბები