05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ჰილარი კლინტონის პირადი იმეილი ჩინურმა კომპანიამ გატეხა

ჰილარი კლინტონის პირადი იმეილი ჩინურმა კომპანიამ გატეხა.

ინფორმაცია The Daily News Foundation-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიის მისამართზე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ელექტრონული მიმოწერა, კონტაქტები და დოკუმენტები სრულად იგზავნებოდა.

კომპანია ვაშინგტონში ოპერირებდა. ჩინელმა ვებინჟინრებმა დაწერეს კოდი, რომელმაც უსაფრთხოების სისტემა კლინტონის ნიუ იორკის რეზიდენციაში გატეხა.

ფედერალური საგამოძიებო ბიურო მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი Twitter-ის მეშვეობით ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და FBI გააკრიტიკა.

დღის ამბები