05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ლეხ ვალენსამ ოლეგ სენცოვი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა

ლეხ ვალენსამ ოლეგ სენცოვი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ოფიციალური წერილი გაავრცელა და რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლება მოითხოვა.

ლეხ ვალენსა წერს, რომ ოლეგ სენცოვში იდეალისტი დაინახა და ნობელის პრემიის კანდიდატად ის ამიტომ დაასახელა.

რუსებმა ოლეგ სენცოვი 2014 წელს ყირიმში დააკავეს. მომდევნო წელს რეჟისორი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოლეგ სენცოვი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მეასე დღეა, შიმშილობს.

დღის ამბები