05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
აფეთქება ფილიპინებში ფესტივალის დროს - დაიღუპა 2 და დაშავდა 35 ადამიანი

ფილიპინებში აფეთქება მოხდა. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისულანში ფესტივალის დროს ბომბი აფეთქდა. დაიღუპა ორი და დაშავდა 35 ადამიანი.

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელი საკუთარი გეგმის დასაფარად მოზეიმეებს ხილს სთავაზობდა, მოულოდნელად კი ჩანთა დააგდო და გაიქცა. ამ დროს ბომბიც ამოქმედდა, რომელიც ჩანთაში იყო მოთავსებული.

თავდამსხმელს ადგილობრივებიც და პოლიციელებიც დაედევნენ, მაგრამ მან გაქცევა მოასწრო.

 

დღის ამბები