05 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
საბერძნეთის პორტში ალმოდებული სამგზავრო ბორანი შევიდა

საბერძნეთის პორტში ალმოდებული სამგზავრო ბორანი შევიდა.

გემიდან ტურისტებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავდა.

მაშველებმა ყველა მგზავრი და პესონალი უვნებელი გამოიყვანეს.

ხანძარი გემის პირველ სართულზე, მანქანების სადგომზე, გაჩნდა. დაზიანდა ათობით ავტომობილი.

ბორანზე 875 მგზავრი და ეკიპაჟის 140 წევრი იმყოფებოდა. 

 

დღის ამბები