დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი მხედრიონის ყოფილი ლიდერის თავდასხმის საქმეში ახალი დეტალების დადგენას შეეცდებიან. გუგეშაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყების დუმილის ფონზე, მას ახალი ექსპერტიზის მიერ დადებული დასკვნის იმედი აქვს, რაც თავდამსხმელის ვინაობის დადგენაში დაეხმარება.
„მე ჯერჯერობით არ მაქვს იმის საფუძველი ვისაუბრო იმაზე, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან არ არის ამომწურავი. მაგრამ ჩვენ ვიცით ქალბატონი მაიას და ბატონი ზაზას პროფესიონალური დონე. ვიცით, რომ ისინი რაღაცას მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რამაც შეიძლება ცოტა წინ წასწიოს გამოძიება, რომელიც პირდაპირ გეტყვით, ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს,“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.