05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ჯონ მაკკეინს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა

ჯონ მაკკეინს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ამერიკელ სენატორთან გამომშვიდობების ოფიციალური ცერემონია სწორედ მის იუბილეს დაემთხვა.

ეროვნული გმირის ცხედარს არიზონის კაპიტოლიუმში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ცერემონია ოფიციალური პირებისთვის დახურული იქნება, მოგვიანებით კი სენატორთან გამომშვიდობებას რიგითი მოქალაქეებიც შეძლებენ.

ხვალ ჯონ მაკკეინის ცხედარს სამხედრო პატივით ეკლესიაში გადაასვენებენ. ცერემონიაზე სენატორს შვილები და მეგობრები გაიხსენებენ. სიტყვით გამოვა ჯო ბაიდენიც.

პარასკევს ეროვნულ გმირს უკვე ვაშინგტონში გამოემშვიდობებიან. ცერემონიები კაპიტოლიუმის გუმბათიან დარბაზსა და საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ცნობილია, რომ სენატორი ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშს აპრილში ტელეფონით ელაპარაკა და სწორედ მაშინ შესთავაზა ორივეს, რომ ცერემონიაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.

ვეტერან პოლიტიკოსს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში, კვირას დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები