03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
გერმანიაში გარდაცვლილი მარდიანის მამა შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს

დავით მარდიანის მამა შვილის გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვს.

იური მარდიანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა უკვე ხუთი წელია, საქმეზე ობიექტურ გამოძიებას არ აწარმოებს.

დავით მარდიანის მამა ამბობს, რომ მას ყველა მტკიცებულება აქვს, რომლითანც დასტურდება, რომ მისი შვილის მოკლულია ტრანსპლანტაციის მიზნით.

მარდიანი გამოძიებაში გერმანული მხარის ჩართვას ითხოვს.

მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლა ამ დრომდე არ მომხდარა.

ამ მოთხოვნით, გერმანიის საკონსულთან დღეს აქცია გაიმართა.

დავით მარდიანი 2010 წელს გერმანიის ერთ-ეთ ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის განცხადებით, ცხედარს შინაგანი ორგანოები ქირურგიული წესით ჰქონდა ამოკვეთილი.

დღის ამბები