17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
"ენმ უნდა ყოფილიყო ამ დელეგაციაში" - პარტია მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრეთა სიაში არ მოხვდა

აშშ-ში ამერიკელი სენატორისთვის პატივის მისაგებად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გაემგზავრებიან. ჯონ მაკკეინის დაკრძალვას არ დაესწრებიან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. საპარლამენტო დელეგაციაში წარმოდგენილი არ არის „ნაციონალური მოძრაობა.“ სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ  ის გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაციას იმის დასადგენად, თუ რატომ არ მოხვდა დელეგაციაში ენმ.

„დელეგაციის შემადგენლობისას უნდა გათვალისწინებულიყო ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რომელიც ქვეყანაში არის ყველაზე დიდი და მთავარი ოპოზიციური პარტია, წარმოდგენილიყო ამ დელეგაციაში. წარმოდგენილიყო იმისთვის, რომ ასობით ათასს მხარდამჭერს ამ პარტიის, რომლისთვისაც სენატორი მაკკეინი იყო ნამდვილად გმირი ჰქონოდა შესაძლებლობა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოეხატა საკუთარი მადლობა. აწ გარდაცვლილი სენატორის ხსოვნისადმი პატივი მიეგო. სამწუხაროა, რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვეძლევა. ის, რომ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ესწრება მმართველი გუნდიდან ამ ცერემონიას, არ არის ალბათ ნამდვილად ადეკვატური პასუხი იმ მეგობრობაზე, რაც სენატორმა გაუწია ჩვენს ქვეყანას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები