17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
თვენახევარი თანამდებობაზე და უკვე მესამე შვებულება - ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელის გარეშე იმართება

მინისტრად დანიშვნიდან თვენახევრის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი უკვე მესამე და ყველაზე ხანგრძლივ შვებულებაშია. ეკონომიკის გაუჩინარებულმა მინისტრმა პირველი კომენტარი "კურიერთან" გააკეთა. გიორგი ქობულია ევროპაშია და ადასტურებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე თითქმის ნახევი შვებულებაში გაატარა. ქებურია მის არ ყოფნას რამდენიმე მიზეზით ხსნის, მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვში კომპანია მაქკინზში დაწყებული საქმეები დასასრულებელი ჰქონდა.

ეკონომიკის მინისტრი 12 ივლისს დაინიშნა და შვებულებაში უკვე მესამედ გავიდა. გიორგი ქობულიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კითხვები განსაკუთრებით მაშინ გაჩნდა, როცა ის ანგელა მერკელის ისტორიულ ვიზიტსა და ბიზნეს ფორუმს არ დასწრებია. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი თანამდებობას ტოვებს, დღეს პრემიერმა ეს არ დაადასტურა.

გიორგი ქობულიასათან ერთად თვენახევრის წინ კიდევ ორი ახალი მინისტრი დაინიშნა, თუმცა შვებულებით ჯერჯერობით არცერთს უსარგებლია. 

შვებულებების განსაკუთრებულ გრაფიკზე ეკონომიკის მინისტრის თანხმა პრემიერმა ბახტაძემ უთხრა. გიორგი ქობულია მესამე შვებულებაში მთავრობის მეთაურის ნებართვით წავიდა.

გიორგი ქობულია საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება ის პირობას დებს მეტი სხვა შვებულებით აღარ ისარგებლებს. 

დღის ამბები