05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ჯონ მაკკეინს მშობლიურ არიზონის შტატში ემშვიდობებიან - სენატორს კვირას დაკრძალავენ

გმირ სენატორს, ჯონ მაკკეინს მშობლიურ არიზონის შტატში ემშვიდობებიან. სენატორის ცხედარი მისივე დაბადების დღეს შტატის კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები დღესაც გაგრძელდება.

ჯონ მაკკეინის ხსოვნას უკანასკნელ პატივს ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მიაგებენ. დახურულ ცერემონიაზე სიტყვით უკვე გამოვიდნენ არიზონის გუბერნატორი და სენატში მაკკეინის წინამორბედი.

კაპიტოლიუმის შენობიდან ამერიკის ეროვნული გმირის ცხედარს ფინიქსის ბაპტისტურ ტაძარში გადაასვენებენ, სადაც გამოსამშვიდობებელ სიტყვას შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოთქვამს.

სამგლოვიარო პროცესია ფინიქსიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს, სადაც ჯონ მაკკეინის ხსოვნას კაპიტოლიუმის გუმბათიან დარბაზში მიაგებენ პატივს.

სენატორს კვირას ანაპოლისში, სამხედრო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დღის ამბები