05 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
ამერიკა გმირ სენატორის გლოვობს - ჯონ მაკკეინს პატივი მსოფლიო ლიდერებმა მიაგეს

ამერიკა და მსოფლიოს ლიდერები გმირ სენატორს ჯონ მაკკეინს ბოლო გზაზე კვირას გააცილებენ.

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ სამხედროსა და პოლიტიკოსს მშობლიურ არიზონასს შტატში ემშვიდობებიან.

სენატორის ცხედარი მისივე დაბადების დღეს ფინიქსის კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები დღესაც გაგრძელდება.

კაპიტოლიუმიდან ამერიკის ეროვნული გმირის ცხედარს ფინიქსის ბაპტისტურ ტაძარში გადაასვენებენ, სადაც გამოსამშვიდობებელ სიტყვას შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოთქვამს.

დღეს სენატორ მაკკეინთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ მისი რესპუბლიკელი ამომრჩევლები არ შეკრებილან. სამოქალაქო პანაშვიდზე ჩვენ ბევრი დემოკრატიც იყო, რომლებსაც მაკკეინისთვის ხმა არ მიუციათ, თუმცა საათობით იდგა რიგში, რათა კაპიტოლიუმში შესულიყო, მაკკეინის მიერ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის და მისი პიროვნული თვისებების დასაფასებლად.

დემოკრატი მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პატივს სცემდნენ ჯონ მაკკეინს, როგორც სიმართლის მთქმელ, ღირსეულ ადამიანს.

რამდენიმე საათში მემორიალური ღონისძიება ჩრდილოეთ ფინექსის ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართება. ნაშუადღევს კი სენატორის ცხედარს ვაშინგტონში გადაასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი კაპიტოლიუმში გაიმართება, მემორიალური ცერემონია კი ეროვნულ კათედრალში, რომელსაც პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში დაესწრებიან.

დღის ამბები