05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ჯონ მაკკეინს ოჯახი და მეგობრები ემშვიდობებიან - ამერიკის ეროვნულ გმირს კვირას დაკრძალავენ

ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონის შტატის კაპიტოლიუმში სამხედრო პატივით გადაასვენეს. ჯონ მაკკეინი მესამე ადამიანი გახდა შტატების ისტორიაში, რომელსაც მსგავსი პატივი მიაგეს.

მედიისთვის დახურულ ცერემონიაზე ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მისმა მეგობრებმა და კოლეგებმაც მიაგეს. სიტყვით გამოვიდნენ შტატის გუბერნატორი და სენატორი, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის დამსახურებებზე ისაუბრეს.

რამდენიმე საათში ჯონ მაკკეინის ცხედარს ბაფტისტურ ტაძარში გადაასვენებენ სადაც გამოსათხოვარ სიტყვას შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოთქვამს.

ფინიქსის შემდეგ 5 დღიანი სამგლოვიარო პროცესია დედაქალაქში გაგრძელდება. ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს კაპიტოლიუმის გუმბათოვან დარბაზში მიაგებენ. ეროვნულ კათედრალში დაგეგმილ ცერემონიას კი, ჯონ მაკკეინის ანდერძის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში გაუძღვებიან.

ამერიკის ეროვნულ გმირს, კვირას ანაპოლისის სამხედრო აკადემიის სასაფლაოზე, მეგობრის გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები