05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
დაკავებული სირიელი და ერაყელი მიგრანტები-გერმანიის პოლიცია ინფორმატორს ეძებს

გერმანიის პოლიცია ინფორმატორს ეძებს, რომელმაც ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ხემნიცში მომხდარი მკვლელობისთვის სირიელი და ერაყელი მიგრანტები დააკავეს. 35 წლის გერმანელი დანით კვირას მოკლეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ თავდასხმაში ორი მიგრანტი იყო ეჭვმიტანილი, ხემნიცში ნაციონალისტებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. გარდა ამისა ხემნიცშიც და სხვა ქალაქებშიც გახშირდა მიგრანტებზე თავდასხმები. ბოლო შემთხვევა გუშინ ვისმარში მოხდა. სამმა გერმანელმა ქუჩაში მიგრანტი დააკავა და ჯაჭვით სცემა.

დღის ამბები