05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა დანიაში ვიზიტისას ველოსიპედით ისეირნა

ემანუელ მაკრონმა დანიაში ვიზიტისას ველოსიპედით ისეირნა. კოპენჰაგენის ქუჩებში საფრანგეთის პრეზიდენტმა დანიის პრემიერთან ერთად 2 საათი გაატარა.

ბოლოს სტუმარი ტურდეფრანსის წლევანდელი ტურნირის გამარჯვებულის -გერაინტ ტომასის ავტოგრაფიანი მაისურით დაასაჩუქრეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ველოსპორტითაა გატაცებული და კოპენჰაგენში სეირნობის შემდეგ არ გამორიცხა, რომ მომდევნო ტურდეფრანსის ტურნირი სწორედ დანიის დედაქალაქიდან დაიწყოს.

დღის ამბები