03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
დაპირისპირება თბილიში - სადგურის მოედანზე სოციალურად დაუცველები შენობიდან გამოსახლებას აპროტესტებენ

თბილისში სადგურის მოედანზე არსებულ ე.წ. ბაზრის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მათი განცხადებით, შენობიდან მათ გასახლებას ადგილობრივი მოსახლეობა ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, დაზიანებულია მათი მოძრავი ქონება, პოლიცია კი მომხდარზე რეაგირებას არ ახდენს.

უბნის მოსახლეობის განმარტებით კი, შენობის ამჟამინდელი მოსახლეები უკანონოდ არიან შეჭრილები, რადგან ე.წ. ბაზრის შენობა ჭიდაობის ფედერაციის ბალანსზეა და მასში სავარჯიშო დარბაზები უნდა განთავსდეს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია ადგილობრივებმა ვერ წარმოადგინეს.

სოციალურად დაუცველები კი ამტკიცებენ, რომ შენობაში შესახლების უფლება მათ კანონით აქვთ.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები