05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ამერიკელ სენატორს დღეს ვაშინგტონში გადაასვენებენ

ამერიკელ სენატორს დღეს ვაშინგტონში გადაასვენებენ. კაპიტოლიუმის გუმბათიან დარბაზში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მანამდე კი ფენიქსის ბაპტისტურ ეკლესიაში ჯონ მაკკეინს მისი მეგობრები და შვილები გამოემშვიდობნენ. სენატორი უახლოესმა მეგობარმა, ჯო ბაიდენმა, გაიხსენა.

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მაკკეინის როლი თანამედროვე ამერიკის ისტორიის შექმნაში უდიდესია.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მაკკეინის შვიდივე შვილი და მეუღლე ესწრებოდნენ.

სენატორის დაკრძალვას მისი 106 წლის დედა დაესწრება.

დღის ამბები