05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
თურქეთში ტურისტულ სეზონზე თოვლი მოვიდა - ყარსის პროვინციაში ტემპერატირა მინუს 7 გრადუსამდე დაეცა

თურქეთში ტურისტულ სეზონზე თოვლი მოვიდა. უხვი ნალექი ყარსის პროვინციაში დაფიქსირდა.

სტიქიის გამო, საგზაო მოძრაობა რამდენიმე საათით შეწყდა. ტურისტები კურორტებზე მოხვედრას ვერ ახერხებდნენ.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ყარსის პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე საათით 7 გრადუსამდე დაეცა.

ანომალური მოვლენის მთავარ მიზეზად სინოპტიკოსებმა ცივი ჰაერის მასების გადაადგილება დაასახელეს. 

დღის ამბები